გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ვილის შემდეგ რამაზმაც თქვა – ოთხი ახალწვეული

გააზიარეთ

თეიმურაზ ოდიკაძე, ლუკა პარკაძე, გიორგი ყავლაშვილი და გელა სადღობელაშვილი – ეს ის ოთხი ახალწვეულია, რომლებიც რამაზ სვანაძემ სხვა 19 ფეხბურთელთან ერთად ოქტომბრის ოფიციალური მატჩებისთვის გამოიძახა.

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები, 10 და 14 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს სტუმრად შესაბამისად ლატვიის და მალტის წინააღმდეგ გამართავს.  შეგახსენებთ, ჩვენმა 21 წლამდე გუნდმა პირველ ტურში ქუთაისში ჩრდ.ირლანდიის ნაკრებს ვერ მოუგო – 1:1.

ეს კი რამაზ სვანაძის 23 რჩეულის ჩამონათვალია:

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სან-ჟილუაზი, ბელგია).

მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია).

ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), გია ნადარეიშვილი (გაგრა), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).

თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია, ავსტრია), თეიმურაზ ოდიკაძე (დინამო თბილისი).

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ფეხბურთი