გამოგვიწერეთ

ნაკრები

ვილი სანიოლის კრებულს ზარიაც გამოაკლდა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა ივნისის მატჩებისთვის მესამე ვარჯიში გამართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის, ბასას მოედანზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

დღეს ეროვნულ გუნდს გიორგი გულიაშვილი და საბა ლობჟანიძე შეუერთდნენ. ტრავმის გამო, ივნისის ამხანაგურ მატჩებისთვის მზადებას გიორგი ზარია გამოაკლდა. შეგახსენებთ, მანამდე იმავე მიზეზით ვილი სანიოლის კრებულს ბუდუ ზივზივაძე გამოაკლდა.

ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, დინამო არენაზე ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს; 8 ივნისს კი, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩვენი გუნდის მეტოქე კაბო ვერდეს ნაკრები იქნება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ომონია, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა);

დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999), გურამ გიორბელიძე (ერზურუმი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბ);

ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), საბა ლობჟანიძე (ატლანტა, აშშ), ლევან შენგელია (ოფი, საბერძნეთი);

თავდასხმა: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), გიორგი გაგუა (ისტრა, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არისი, კვიპროსი).

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები