გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“როდესაც აქ ჩამოვედი ბავშვი ვიყავი, ახლა კი მივდივარ, როგორც…” – ქოჩორაშვილი

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანური ლევანტეს მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც კლუბის გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს ემოციური მიმართვა გაუკეთა:

“მადლობას ვუხდი სრულიად ლევანტეს! თქვენ მე ხელგაშლილებმა მიმიღეთ. როდესაც აქ 19 წლის ასაკში ჩამოვედი, ბავშვი ვიყავი, ახლა კი მივდივარ, როგორც კაცი. დიდი მადლობა ქომაგებს! არ მინდა ეს დამშვიდობებად ჩათვალოთ, მინდა გითხრათ, მომავალ შეხვედრამდე. მადლობას ვუხდი თანაგუნდელებსაც, რომლებიც ვარჯიშებზე ჩემს მიერ განხორციელებულ ფეხებში ვარდნებს უძლებდნენ.

მადლობა მთავარ მწვრთნელსა და სრულიად სამწვრთნელო შტაბს, რომლებიც ბოლომდე გვერდში მედგნენ. და რასაკვირველია მადლობას ვუხდი ჩემი ოჯახის წევრებს, რომელთა გარეშეც არაფერი მოხდებოდა”.

ლა ლიგა 2-ის დასკვნით ტურში ლევანტემ ეიბარი 1:0 დაამარცხა (გიორგი შეცვლაზე 85-ე წუთზე გამოჩნდა), პირველი ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ლა ლიგაში ითამაშებს. ქოჩორაშვილი კი კარიერას უკვე პორტუგალიურ გრანდში – ლისაბონის სპორტინგში გააგრძელებს.

გასულ სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითიც ლევანტეს ლა ლიგაში დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები