გამოგვიწერეთ

ნაკრები

ვილი სანიოლის რაზმში ორი დებიუტანტია

გააზიარეთ

15 და 18 ნოემბერს საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ორ მატჩს თბილისსა და სოფიაში გამართავს.

ვილი სანიოლმა ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. ფრანგი სპეციალისტის კრებულში ორი დებიუტანტია – ესპანური კადისის 25 წლის შემტევი იური ტაბატაძე და სლოვაკური ჟილინას 20 წლის ცენტრალური მცველი ალექსანდრე ნარიმანიძე.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა);

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი);

ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო), გაბრიელ სიგუა (ლოზანა, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი (ორივე მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი);

თავდამსხმელები: იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი).

საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს 10 ნოემბერს, თბილისში დაიწყებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები