გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძესა და ვილიარეალს ფანები და მედია აკრიტიკებს

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპის ნახევარი გაილია და გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალს მხოლოდ ქულა აქვს. ამ დროისთვის რთული წარმოსადგენია, რომ ესპანური გუნდი ფლეი ოფში გასვლას შეძლებს. საამისოდ, დარჩენილი ოთხი მატჩის მოგება მართებს.

ესპანური მედია და გულშემატკივრები კი ძალიან კრიტიკულები არიან. ცხადია, არც ჩვენებური დაინდეს, რომელიც ვილიარეალის ისტორიაში ყველაზე ძვირი შენაძენია.

იწერება, რომ მწვრთნელს მიქაუტაძე და აიოსე პერესი ძირითადში ერთად არ უნდა დაეყენებინა. წყვილი უსარგებლო იყო და მიქაუტაძესთან სჯობდა ან ტანი, ანაც ჟერარდ მორენო შეეწყვილებინა. ფანები იმასაც წერენ, რომ მიქაუტაძე არც კი იბრძოდა, უბრალოდ მეტოქის ცენტრალური მცველები ჰყავდა დაკავებული.

შედარებულია პაფოსისა და ვილიარეალის შესაძლებლობები: პაფოსის სრული სატრანსფერო ფასი 26.2 მილიონი ევროა, ვილიარეალის – 280.3 მილიონი. ესპანურ გუნდში მთელ პაფოსზე ძვირი მიქაუტაძეა, რომელიც ვილიარეალმა ლიონიდან 30 მილიონად გადაიბირა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ლეგიონერები