გამოგვიწერეთ

ნაკრები

“ზოგ ფეხბურთელს შედარებით ადრე დაუსრულდა სეზონი” – გველესიანის კომენტარი

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბასას ტექნიკურ ცენტრში ივნისის შეკრების ფარგლებში მესამე ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

2 ივნისს, ვარჯიშზე გუნდს გიორგი გულიაშვილი და საბა ლობჟანიძე შეუერთდნენ. ტრავმის გამო კი ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ეროვნული გუნდის შემადგენლობას გიორგი ზარია გამოაკლდა.

მომზადებისა და მოახლოებული სპარინგების მნიშვნელობაზე ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა ისაუბრა:

“ნაკრებში გამოძახება ყოველთვის სასიამოვნო და საამაყოა. ნებისმიერ მეტოქეს მაღალი პროფესიონალიზმით ვუდგებით. ისეთი პერიოდია, რომ ზოგ ფეხბურთელს შედარებით ადრე დაუსრულდა სეზონი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ფორმა და მზადყოფნაში შევხვედროდით ამ თამაშებს. შევისწავლით მეტოქეებს და ველოდებით ძალიან კარგ სპარინგებს.

მისასალმებელია, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელიც მზადყოფნაშია, ეძლევა ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, მომავალში ისინი აუცილებლად გამოადგებიან ნაკრებს”, – ამბობს გველესიანი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები