გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ზურიკო დავითაშვილი კითხვებს გოლებით პასუხობს

გააზიარეთ

სენტ ეტიენის შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. თუ წინა ტურში თითქმის გადაწყვეტილ თამაშში შეაგდო, ამჯერად სენტ ეტიენმა გრენობლს მისი გოლით მოუგო.

მატჩის შემდეგ დავითაშვილმა ფრანგულ მედიასთან საკუთარ და გუნდის თამაშზე ისაუბრა:

„დიახ,რთული მატჩი იყო და საჭირო სამი ქულა ავიღეთ. მნიშვნელოვანია, ყველა მატჩში სამი ქულა მოვიპოვოთ. ყველა გუნდი ღრმა დაცვით გვეთამაშება, მაგრამ გვქონდა შანსები და მეორე ტაიმში გავიტანეთ. ლიგა 1-ში არ გვქონდა ერთი სტილის მატჩები, ყველა გუნდი უფრო ჩვენს ნახევარზე გვეთამაშებოდა. მეტი ინიციატივა უნდა ავიღოთ. ლიგა 1 და ლიგა 2 ერთნაირი არ არის. ბულონმა კარგად ითამაშა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ, რადგან მატჩს ვაკონტროლებდით. რა თქმა უნდა, შეცდომები დავუშვით, მაგრამ ეს ფეხბურთია…

ჩემი გოლი ინდივიდუალური იყო? არ მგონია… კარგი კომბინაციის შედეგად გავიდა. დიახ, ცოტა ინდივიდუალურად კი ვითამაშე, კარგი შეხებით და ლამაზი დარტყმით, მაგრამ კუთხურებისა და ჯარიმების სწრაფად გათამაშებას ვარჯიშებზე ვამუშავებთ…

სენტ ეტიენიდან წასვლაზე ახლა საუბარი არ მინდა. ამჟამად აქ ვარ და აქ ვთამაშობ. სამ მატჩში ორი გოლი ამის საუკეთესო პასუხია“.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები