გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგას შემორჩა

გააზიარეთ

თუ ქართულმა გუნდებმა ევროტურნირები დაასრულეს, უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. ამ ტურნირზე თბილისის დინამოს 19 წლამდე გუნდიც მონაწილეობს და პირველი მატჩი ბოსნიის ქალაქ გაბელაში, პერიცა-პერო პავლოვიჩის სტადინზე ზრინსკისთან გამართა.

მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის თავზე რეზი დანელიამ გახსნა, მასპინძლებმა კი, 69-ე წუთზე კარაჩიჩის გოლით გაათანაბრეს.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ პერიოდში ლაშა ხუციშვილმა პოლონელი არბიტრისგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც 1 ოქტომბერს დინამო არენაზეა ჩაინიშნული.

ამ წყვილში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე ლარნაკას აეკის თანატოლებს გაეჯიბრება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები