გამოგვიწერეთ

MMA

თეთრი სახლი და UFC დადასტურდა – დანა ვაითის კომენტარი

გააზიარეთ

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი UFC-ს ერთ-ერთ ივენთს დაესწრო (რომელზეც, სხვათაშორის, მერაბ დვალიშვილმა ქამარი დაიცვა), ამერიკის პრეზიდენტი UFC-ს თეთრ სახლში ჩატარებაზე ალაპარაკდა.

როგორც ჩანს, ეს საკითხი დღის წესრიგში რეალურად დგას. UFC-ს პრეზიდენტმა, დანა ვაითმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში ამ საკითხზე ვიზიტი ჰქონდა და შეთანხმებას მიაღწია:

“შესანიშნავი დღე იყო, ახლა ვტოვებ ვაშინგტონს. თეთრ სახლში შეხვედრა გვქონდა და ყველაფერმა ბრწყინვალედ ჩაიარა, ტურნირი თეთრ სახლში ჩატარდება. დეტალებს უახლოეს ორ კვირაში გავასაჯაროვებ, თუმცა შეთანხმება შემდგარია”, – განაცხადა დანამ.

როგორც ირკვევა, ივენთი ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღნება და 2026 წლის 4 ივლისს ჩატარდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად MMA