გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

იამალი საქართველოს ვერ შეუტევს

გააზიარეთ

ესპანეთის ნაკრების დამრიგებელმა ლუის დელა ფუენტემ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა რომ დაასახელა უკვე გამცნეთ, თუმცა „ფურია როხას“ მთავარ მწვრთნელს გარკვეული ცვლილებების შეტანა მოუწევს.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ ლამინ იამალი საქართველოსთან და ბულგარეთთან მოახლოებულ მატჩებს გამოტოვებს. ესპანელმა სპეციალისტმა ბარსელონას ახალგაზრდა ტალანტს ნაკრებში კი უხმო, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ იამალს საზარდულის ტრავმა გაუმიზეზდა და ექიმებმა მას სამ კვირიანი დასვენება გამოუწერეს. ლამინ იამალმა დისკომფორტი პსჟ-სთან დაპირისპირებისას იგრძნო და იმედოვნებდნენ, რომ სანაკრებო პაუზამდე მწყობრში ჩადგებოდა, მაგრამ ამაოდ.

ოფიციალური განცხადება გაავრცელა ბარსელონამაც, სადაც ნათქვამია, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში პსჟ-ს წინააღმდეგ იამალმა ტკივილი საზარდულის არეში იგრძნო, რომელიც ხელახლა გამოვლინდა და ის სევილიასთან დაპირისპირებასაც გამოტოვებს.

შეგახსენებთ, ესპანეთის და საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს ქალაქ ელჩეში 22:45 საათზე დაიწყება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი