გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ლევანდოვსკის იტალიური პერსპექტივა

გააზიარეთ

ძველი რობერტ ლევანდოვსკი აღარ არის, თუმცა მეტოქის საჯარიმოში მკვლელის ინსტიქტი არ დაუკარგავს და მუდამ გოლის გატანაზეა დაგეშილი.

37 წლის პოლონელ ფორვარდს ბარსელონაში ძველებური სათამაშო დრო აღარ ეძლევა და ამის მიზეზი მარკუს რაშფორდია. მას შემდეგ რაც ბლაუგრანამ ინგლისელი შემტევი დაიმატა, ლევანდოვსკი ნელ-ნელა ჩააჩოჩა და ძირითადის ფორვარდიც ის გახდა.

ლევანდოვსკის კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი გაისად ზაფხულში ეწურება, მაგრამ შესაძლოა გუნდი მანამდე დატოვოს. როგორც იტალიური და სხვა უცხოური მედიის წარმომადგენლები გვაუწყებენ ყველაზე რეალური ვარიანტი პოლონელის მილანში გადაბარგებაა.

როსონერის სპორტული დირექტორი იგლი ტარე ფეხბურთელის აგენტს პინი ზაჰავის შეხვდა და მისი  დამატების შესაძლებლობები განიხილეს.

რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში ბარსელონას მაისურით 8 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი