გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

იბერიას რთული გზა ევროტურნირებზე

გააზიარეთ

თბილისის იბერია 1999-მა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დასძლია და ახლოს არის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშოს. თუმცა, არ იფიქროთ, ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს ეხებოდეს – ახლოს არის კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპთან, სადაც მხოლოდ ფლეი ოფში მოგება დასჭირდება.

ერთია, მანამდე რამდენიმე მატჩის გამართვა მოუწევს. მინიმუმ ერთი ჩემპიონთა ლიგაზე. თუ იბერიელები ბრატისლავის სლოვანთან გაიმარჯვებენ, კონფერენს ლიგის ჯგუფი გარანტირებული აქვთ. მანამდე კი, მესამე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ანაც ევროპა ლიგის ფლეი ოფში თამაში მოუწევთ. დამარცხების შემთხვევაში კი, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

თუ იბერია ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიმარჯვებს, ავტომატურად გადის ფლეი ოფში, რაც კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპსაც ნიშნავს. ხოლო დამარცხების შემთხვევაში კონფერენს ლიგის ფლეი ოფი ელოდება.

ცნობილია იბერიას სავარაუდო მეტოქეები:

სლოვან გამარჯვების შემთხვევაში იბერია მესამე ეტაპზე განთესილი იქნება და  ამ წყვილებში გამარჯვებულ რომელიმე გუნდს დაუპირისპირდება:

შემროკ როვერსი (ირლანდია)-არარატ არმენია (სომხეთი); საბაჰი (აზერბაიჯანი)-კუპსი (ფინეთი); ჰაპოელ ბეერ შევა (ისრაელი)-ვიკინგური (ისლანდია); მიალბი (შვედეთი)-ლინკოლნი (გიბრალტარი); ლევსკი ბულგარეთი)-კრაიოვა (რუმინეთი); ჟალგირისი (ლიეტუვა)-კლაქსვიკი (ფარერები).

როგორც გითხარით, დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სავარაუდო მეტოქეები ამ წყვილებში დამარცხებული გუნდებიდან იქნებიან:

შემროკ როვერსი (ირლანდია)-არარატ არმენია (სომხეთი); ჰაპოელ ბერ შევა (ისრაელი)-ვიკინგური (ისლანდია); ლევსკი (ბულგარეთი)-კრაიოვა (რუმინეთი); ორჰუსი (დანია)-ლეხი (პოლონეთი); ლარნე (ჩრ.ირლანდია )-ცრვენა ზვეზდა (სერბეთი); კაირატი (ყაზახეთი)-ომონია (კვიპროსი).

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები