გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

იბერია ევროტურნირის ჯგუფს მიუახლოვდა

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ქართულმა კლუბმა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ გადალახა. იბერია 1999 ორი მატჩის ჯამში ესტონური ფლორა დაამარცხა.

თითქოს ყველაფერი მარტივად უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს ამბავი ისე როგორ ჩაივლიდა, დედაქალაქურ გუნდს საქმე სანერვიულოდ არ გაეხადა.

იბერიას სტუმრად 3:2 ჰქონდა მოგებული, შინაც ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, მაგრამ ბოლოს ორი ბურთი გაუშვა და დასკვნითი 10 წუთი ანგარიშის შენარჩუნებას მძიმედ ცდილობდა.

მე-13 წუთზე გიორგი კუციამ ჯარიმიდან ჩააწოდა და ნიკა სიხარულაშვილმა თავური დარტყმით გაიტანა; 36-ე წუთზე სიხარულაშვილმა უკვე ზვიად ნაჭყებიას პასის შემდეგ შეაგდო, დუბლი გაიფორმა და ტაიმიც ასე მორჩა.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე ნაჭყებიამ ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარის გამო გაუქმდა. საათის თავზე სიტუაცია შეიცვალა: ფლორამ ჯერ ანგარიში შეამცირა, ხოლო 84-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა. დარჩენილ დროში სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მატჩი ფრედ დასრულდა.

იბერია ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის სლოვანს 21 ივლისს თბილისში დაუხვდება, ხოლო საპასუხო მატჩი 28 ივლისს გაიმართება.

იბერიამ უკვე გაინაღდა კონფერენს ლიგის ფლეი ოფში თამაში უფლება. თუმცა, მეტის შანსიც აქვს: სლოვანთან გამარჯვების შემთხვევაში კონფერენსლიგის ჯგუფში და ევროპა ლიგის ფლეიო ოფში ადგილს გაინაღდებს. თუ დამარცხდება, გადაერთვება ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე. თუ დემჩენკოს გუნდი ევროპა ლიგის მესამე ეტაპიდან გამოვარდება, მაშინ ითამაშებს კონფერენსლიგის ფლეი ოფში.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები