გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ივან იურიჩი – მეორე გოლმა საბოლოოდ გაგვტეხა

გააზიარეთ

2025-26 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩში ბერგამოს ატალანტა პარიზში შერცხვა და 0:4 წააგო. იტალიური გუნდის ქომაგებსაც ხვიჩა კვარაცხელია კოშმარულ სიზმრად ექცათ. ქართველმა ფეხბურთელმა ატალანტას ჯერ იყო და ნაპოლიში ყოფნის დროს გაუტანა არაჩვეულებრივი გოლი, ახლა კი პსჟ-ს მაისურითაც არანაკლებ შთამბეჭდავად შეუსრულა.

ცხადია, დაღონებული იყო ატალანტას დამრიგებელი ივან იურიჩი, რომელმაც მატჩის შემდეგ კომენტარში ხვიჩას გოლზეც ისაუბრა.

„ცივი შხაპი მივიღეთ. შეცდომების გასაანალიზებლად ეს მატჩი საუკეთესოდ გამოდგება. პირველი გოლი სწრაფად გავუშვით, შემდეგ კი თითქოს გონს მოვედით, მაგრამ მეორე გოლმა საბოლოოდ გაგვტეხა. სიმართლე გითხრათ ამ გოლმა ძალიან გამაღიზიანა.

დღეს უამრავი შეცდომა დავუშვით, თუმცა პსჟ რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია ამაშიც ორი აზრი არ არსებობს. ისინი საოცარ პრესინგს ანხორციელებენ და სწრაფადაც გადაადგილდებიან. ამ მატჩში საკადრო პრობლემებიც გვქონდა და როდესაც ყველა ფეხბურთელი მწყობრში გვეყოლება მაშინ ჩვენც უფრო ძლიერები გავხდებით“ – აღნიშნა ატალანტას ხორვატმა მწვრთნელმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი