გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

უეფას სიტყვა – საუკეთესო!

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგა, ტურნირის მოქმედი გამარჯვებულისთვის იდეალურად დაიწყო. პსჟ შინაურ კედლებში ატალანტას დაუხვდა და იტალიურ გუნდს სულ კუდით ქვა ასროლინა. პარიზულმა გრანდმა მეტოქე 4:0 დაჯაბნა.

ქართველ გულშემატკივარს კი ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებული თამაში ახარებს. პარიზელთა ოთხი გოლიდან მეორე ქართველი ვარსკვლავის გახლდათ, თანაც რა გოლი.

ჰოდა, უეფამაც არ დაახანა და კვარაცხელიას შესანიშნავი ქმედებაც სათანადოდ დააფასა. ხვიჩას ბრწყინვალე გოლი ტურის მეორე სათამაშო დღის საუკეთესოდ დასახელდა.

მეორე ადგილზე ჩელსის ლიდერის კოულ პალმერის გოლი გავიდა, რომელიც ინგლისელმა ფორვარდმა ბაიერნს გაუტანა, მესამეზე ნორვეგიული ბოდო გლიმტის ფეხბურთელის სონდრე ბრუნსტად ფეტის, ხოლო მეოთხეზე პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელის ნუნუ მენდეშის.

1 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში პარიზული გრანდი კატალონიაში ბარსელონას დაუპირისპირდება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი