გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

იოვეტიჩი: “კვარაცხელია ოქროს ბურთს მოიგებს!”

გააზიარეთ

35 წლის მონტენეგროელი ვეტერანი, სტეფან იოვეტიჩი, რომელიც წარსულში ისეთი კლუბების ღირსებას იცავდა, როგორებიცაა: მანჩესტერ სიტი (პრემიერ ლიგის ჩემპიონობა), ფიორენტინა (4 სეზონი), ინტერი, სევილია, მონაკო და სხვები, ახლა ომონიას ღირსებას იცავს.

იოვეტიჩმა გუშინდელ შეხვედრაში ტორპედოს კარის აღება ორჯერ შეძლო და დუბლი გაიფორმა. სხვათა შორის, მან საქართველოს ვიცე-ჩემპიონს პირველი მატჩშიც გაუტანა.

“LaGazzetta.ge”-თან ინტერვიუში იოვეტიჩმა თავისი შთაბეჭდილებები საქართველოს ნაკრებისა და ქართველი ფეხბურთელების შესახებაც გააზიარა:

“ბოლოს პერიოდში თქვენი ეროვნული გუნდი შესანიშნავად გამოიყურება. ბევრი ტალანტიანი ფეხბურთელი გყავთ. კვარაცხელია – საოცარი მოთამაშეა, იგივეს ვიტყოდი მამარდაშვილზეც და სხვა ბიჭებზეც. ჩანს, რომ ქართული ფეხბურთი პროგრესს განიცდის და სწორი გზით მიდის.”

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად ხშირად ადევნებს თვალს ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს, იოვეტიჩმა აღნიშნა:

“კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელია, მის თამაშებს ხშირად ვუყურებ. გასული სეზონი მისთვის წარმატებული იყო – მოიგო სერია ა, საფრანგეთის ლიგა 1 და ჩემპიონთა ლიგა. დღეს კვარა გამორჩეული მოთამაშეა. თუ ასე გააგრძელა და კიდევ მოუმატა, მომავალში ოქროს ბურთს მოიგებს.”

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ტორპედო კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულ ომონიასთან გამოვარდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები