გამოგვიწერეთ

ნაკრები

ირაკლი თოდუა: გილოცავთ ყველას, საქართველო ევროპაზეა

გააზიარეთ

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა სლოვაკეთის ნაკრებთან თბილისში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ზედიზედ მეორე ითამაშებს ევროპის მთავარ სანაკრებო ტურნირზე.

მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ირაკლი თოდუამ გააკეთა, ვინაც ეროვნული გუნდის მაისური მეასედ მოირგო:

„მთელ საქართველოს ვულოცავ. ყველას, ვინც ამ დროის მანძილზე გვერდით გვედგა. გულშემატკივრებს, რომლებიც არც თბილისში გვაკლდა და არც საზღვარგარეთ. ბედნიერება ის არის, რომ ემოციებისგან დაცლილები ვართ. და ეს ყველაფერი თამაშის სცენარიდან გამომდინარე. ის მიზანი, რაც დავისახეთ ორი წლის წინ, როდესაც შესარჩევის ჯგუფები დალაგდა, ავისრულეთ და მოვხვდით იქ, სადაც ვართ. საქართველო ყოველთვის ჩვენს გულებში იყო და მაგ სიყვარულმა შეგვაძლებინა, რაც შევძელით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, საქართველო ევროპაზეა“.

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის წილისყრა 24 ოქტომბერს შედგება.

შეგახსენებთ, საქართველოს ფუტსალის ნაკრების დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე 2022 წელს შედგა, სადაც ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით გადალახა და ევროპის რვა საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები