გამოგვიწერეთ

ნაკრები

ირის ანტმანი: შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ

გააზიარეთ

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩი საბერძნეთთან, სტუმრად, 0:3 წააგო. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენებს კარგი მატჩი გამოუვიდათ. უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.

მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა კომენტარი გააკეთა

ირის ანტმანი:

„ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. საბერძნეთის ნაკრები მაღალ ტემპში და აგრესიულად თამაშობდა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში გაგვიჭირდა. ვფიქრობ, შესვენების შემდეგ შეტევაში უკეთ გამოვიყურებოდით და გოლის გატანის შესაძლებლობებიც გვქონდა. სამწუხაროდ, მიზანს ვერ მივაღწიეთ, გოლები კი ჩვენი უხეში შეცდომების შედეგად გავუშვით. ფეხბურთი კი, ასეთებს არ გპატიობს. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ამ წაგებით არაფერი დასრულებულა. შემდეგი მატჩი ფარერის კუნძულებზე გვაქვს.

ივნისში, როდესაც ფეხბურთელები უკეთეს სათამაშო ფორმაში იქნებიან, საბერძნეთსა და ფარერებს საკუთარ მოედანზე ვუმასპინძლებთ. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს და ჩემი გუნდით ვამაყობ. საბერძნეთთან დაშვებულ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და ეს გამოცდილება გამოვიყენოთ“.

შეგახსენებთ, საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 18 აპრილს, ფარერის კუნძულების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები