გამოგვიწერეთ

ნაკრები

17 წლამდე ნაკრებმა ჯგუფი მესამე ადგილით დაასრულა

გააზიარეთ

საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფი მესამე ადგილით დაასრულა.

ლავრენტი დავითაშვილის გუნდი ჯგუფში მასპინძლებთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და ლუქსემბურგთან ერთად იყო.

პირველი თამაში ჩრდილო მაკედონიელებთან 0:1 წავაგეთ. შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიასთან 1:3 დავთმეთ. თავიდან მეტოქე დაწინაურდა, შემდეგ ელენე ბოლქვაძის გოლით გავათანაბრეთ, პლუს მოედანზე ზედმეტნი დავრჩით – ჩრდილო ირლანდიას ფეხბურთელი გაუძევეს. თუმცა, ეს ვერ გამოვიყენეთ და მეორე ტაიმში ორი გოლი გავუშვით.

დასკვნითი მატჩი ლუქსემბურგთან გვქონდა. პირველ ტაიმში ბოლქვაძემ პენალტი ვერ გაიტანა, ბურთი კარში არც მეორეში გასულა და თამაშიც უგოლოდ დასრულდა.

ჯგუფში პირველ ადგილზე ჩრდილოეთ ირლანდია სამი მოგებით გავიდა, მეორე ადგილი ჩრდილოეთ მაკედონიას ერგო. ჩვენ და ლუქსემბურგმა თითო ქულა ავიღეთ, მაგრამ მესამე ადგილი ბურთების უკეთესი სხვაობის გამო გვერგო.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ნაკრები