გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

იუვენტუსი სპალეტის ჩააბარეს

გააზიარეთ

ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი გახდა. ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა სპეციალისტმა თანამდებობაზე იგორ ტუდორი ჩაანაცვლა. ინფორმაცია იტალიურმა მედიამ დაადასტურა.

კონტრაქტი მცირეხნიანია და სეზონის ბოლომდე გაფორმდა. თუმცა, ხელშეკრულებაში დევს პირობა, რომ თუ გუნდი ოთხეულში მოხვდება და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, ავტომატურად ორი წლით გახანგრძლივდება.

სპალეტის დებიუტი ხვალ, კრემონეზესთან საგარეო მატჩში შედგება. იუვენტუსს ახლა ცუდი დროება უდგას: სერია A-ში 15 ქულით მეექვსე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი, სამ ტურში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა.

რაც შეეხება სპალეტის, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში თამაშის დროიდან უკეთ ვიცნობთ, კარიერის განმავლობაში ასევე ემპოლიში, სამპდორიაში, უდინეზეში, რომაში, ზენიტში, ინტერსა და იტალიის ნაკრებში უმუშავია. ნაპოლისთან და კვარასთან ერთად ერთხელ სკუდეტო მოიგო, ხოლო ორჯერ იტალიის თასის, ერთხელ კი იტალიის სუპერთასის გამარჯვებული მწვრთნელია.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები