გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

თევდორაძის ვესტ ჯორჯია – გამარჯვების მენტალიტეტით შექმნილი გუნდი

გააზიარეთ

აუცილებლად უნდა შევაქოთ 32 წლის მწვრთნელი, ვაკო თევდორაძე, რომლისთვისაც ეს სადებიუტო სეზონია დიდ ფეხბურთში სამწვრთნელო კარიერაში. რაც ვესტ ჯორჯიამ აჩვენა, უფრო გამოცდილ მწვრთნელებსაც შეშურდებათ.

თევდორაძის ხელმძღვანელობით ბათუმის ვესტ ჯორჯიას რეგიონული ლიგის მთელი სეზონი წაგების გარეშე აქვს გავლილი – 24 გამარჯვება და მხოლოდ 2 ფრე!

დარჩენილია 4 ტური და გულწრფელად ვთქვათ, არავის ეპარება ეჭვი, რომ ამ ოთხსაც მოიგებენ.

ეს შედეგი შემთხვევითი ნამდვილად არ არის.

ამ გუნდს ეტყობა მიზანდასახული, შრომისმოყვარე და “მშიერი” მწვრთნელის ხელი – მშიერი იმ გაგებით, რომ ახლა იწყებს დიდ გზას და ამბიცია სისხლში უდუღს.

ვაკო თევდორაძე სწორედ იმ თაობის წარმომადგენელია, ვინც ფეხბურთს თანამედროვე ხედვით, დისციპლინით და სწორი აზროვნებით უდგება.

ვესტ ჯორჯიას ხელმძღვანელობამ სწორად იმოქმედა – აღმოაჩინა მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია გუნდის ისტორია დაწეროს.

დღეს ვესტ ჯორჯია თითქმის ოფიციალურად უკვე მეოთხე ლიგაშია – და ეს გზა იმდენად შთამბეჭდავია, რომ ნებისმიერ ფეხბურთის გულშემატკივარს უნდა, ასეთი წარმატების ნაწილი იყოს.

შეგახსენებთ, რომ ვაკოს ბათუმის დინამოს შემადგენლობაში 221 თამაში აქვს ჩატარებული. ასპარეზობდა ასევე ქობულეთის შუქურას, გონიოს და ქედის ბეთლემის შემადგენლობაში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი