გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სპალეტის იუვენტუსში ახალი კვარაცხელია ეყოლება

გააზიარეთ

ტურინის იუვენტუსში ლუჩანო სპალეტის მოსვლის მოლოდინში, იტალიური ფეხბურთის ცნობილმა ფიგურამ ვალტერ საბატინიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა და ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

ფეხბურთის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ სპორტულ დირექტორად მიჩნეულმა საბატინიმ, რომელიც წარსულში ლაციოს, რომას, პალერმოს, ინტერს, ბოლონიასა და სალერნიტანას ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ სპალეტის დანიშვნა ტურინელებისთვის გამართლებული ნაბიჯია:

„ლუჩანო სწორედ ის სპეციალისტია, რომელსაც იუვენტუსი დიდი ხანია ეძებდა. მას შეუძლია გუნდი ისევ ტოპ დონეზე დააბრუნოს. სპალეტი გენიოსია, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს. შეიძლება ახლა ნაკრებში რთული პერიოდი გადაიტანა, მაგრამ იუვეში საკუთარ თავთან დაბრუნებას შეძლებს. მისთვის ფეხბურთი ნარკოტიკივითაა — ის თავის დოზას იპოვის ტურინში,“ – განაცხადა საბატინიმ.

საბატინის თქმით, სპალეტის გუნდში უკვე ჰყავს ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია იუვენტუსის თამაშის სტილი შეცვალოს:

„ვგულისხმობ ქენან ილდიზს. ამ ბიჭს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, თუმცა ლუჩანოს ხელმძღვანელობით შეიძლება ნამდვილ სუპერვარსკვლავად გადაიქცეს. სპალეტს შეუძლია მისგან ახალი ხვიჩა კვარაცხელია შექმნას, ისეთი მოთამაშე, რომელიც გუნდს სკუდეტოს მოაგებინებს. ყველამ ვნახეთ, რას ნიშნავდა კვარას ფაქტორი ნაპოლისთვის. იგივე შეუძლია ილდიზსაც, უბრალოდ სწორი მიმართულება სჭირდება.“

ცნობილია, რომ იუვენტუსი და სპალეტი კონტრაქტის გაფორმებამდე ერთი ნაბიჯით არიან დაშორებულნი.

ვარაუდობენ, რომ სპალეტი ბებერ ქალაბატონთან შეთანხმებას 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ ევროს მიიღებს.

რაც შეეხება იუვენტუსს — გუნდი რთულ პერიოდს გადის: 13 სექტემბრის შემდეგ ტურინელებს გამარჯვება არ მოუპოვებიათ (5 ფრე და 3 წაგება), ბოლო ოთხ შეხვედრაში კი გოლიც ვერ გაიტანეს. სწორედ ამიტომაც, იგორ ტუდორის გათავისუფლება არავის გაკვირვებია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები