გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

იური ტაბატაძე კადისის ისტორიაში საოცარი შედეგით შევიდა

გააზიარეთ

ქართული ფეხბურთის ახალი იმედი, იური ტაბატაძე, კადისში გადასვლიდან მხოლოდ 10 დღეში უკვე კლუბის ისტორიაში აღმოჩნდა.

21 წლის შემტევი გახდა პირველი ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში, რომელმაც ანდალუსიური გუნდის მაისურით ორ საწყის მატჩში სამი გოლი მიითვალა. ქართველმა თავდამსხმელმა პირველ შეხვედრაში ალბასეტეს გაუტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა (2:1), ხოლო მეორე ტურში სოსიედად B-ს წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და კადისს ქულა მოუპოვა (3:3).

ასეთი სტარტი კადისში აქამდე მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს ჰქონია, თუმცა უკანასკნელად მსგავსი რამ 27 წლის წინ მოხდა. 1997/98 წლების სეზონში მიგელ პუენტემ პირველ მატჩში დუბლი, მეორე შეხვედრაში კი ერთი გოლი გაიტანა. მასამდე, გასული საუკუნის 50-იანებში და უფრო ადრე, მსგავსი შედეგით გამოირჩნენ ანტონიო, გალიარდო, პაკირი და გარიდო.

ამრიგად, იური ტაბატაძემ რამდენიმე კვირაში შეძლო იმ ისტორიულ სიაში მოხვედრა, სადაც მხოლოდ კადისის ლეგენდარული მოთამაშეები ფიგურირებენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები