გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

იური ტაბატაძე: საკუთარი თამაში უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიყვანო

გააზიარეთ

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მეოთხე ტურში კადისი გასვლაზე რეალ სოსიედად B-ს შეხვდა. დაძაბული დაპირისპირება ექვსგოლიანი ფრით დასრულდა – 3:3, სადაც იური ტაბატაძე მინდორზე ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა. ქართველმა შემტევმა სტუმართა მხრიდან ორჯერ აიღო მეტოქის კარი და გუნდი მარცხისგან იხსნა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ტაბატაძემ კადისის ოფიციალურ არხთან კომენტარი გააკეთა:

„ძალიან მიხარია, რომ ქულის შენარჩუნება შევძელით. ვგრძნობ, რომ საკუთარი თამაში უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიყვანო და მომდევნო ტურებში აუცილებლად ვეცდები ამას. დღეს გუნდს კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ ბოლომდე ვერ გამოვიყენეთ. იმედი მაქვს, მომავალ მატჩებში ეს შეცდომები აღარ განმეორდება და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ,“ – აღნიშნა ქართველმა თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, ტაბატაძემ კადისის მაისურით უკვე მეორე მატჩი ჩაატარა და საოცარი შედეგი აჩვენა: სადებიუტო შეხვედრაში 86-ე წუთზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა, ახლა კი სოსიედად B-ს წინააღმდეგ 55-ე წუთზე შევიდა მოედანზე და დუბლი შეასრულა. საერთო ჯამში, ქართველს ორ მატჩში მხოლოდ 40 წუთში უკვე 3 გოლი აქვს.

მიმდინარე მომენტისთვის კადისი რვა ქულით მეექვსე პოზიციაზეა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები