
მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც უახლოეს პერიოდში თბილისსა და რეგიონებში 12 ხელოვნურსაფარიანი და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი უნდა მოეწყოს, საქართველოს რაგბის კავშირის (სრკ) პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ კომენტარი გააკეთა:
„საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა. საუბარია ყველა სპორტის სახეობაზე და არა მხოლოდ რაგბზე. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა საქართველოს მთავრობას ამ ინიციატივისთვის. მათი სურვილია, რომ სპორტი ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის. გასაგებია, რომ ყველა სოფელსა თუ რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ჯერ ვერ ხერხდება, თუმცა მთავრობა სწორედ ამ მიმართულებით მიდის. უკვე მიმდინარეობს ტენდერის გამოცხადების პროცედურები. დგინდება ტექნიკური დეტალები და ვფიქრობ მოედნების მშენებლობის ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. ჩვენ შევიმუშავეთ მოედნების კონკრეტული სტანდარტი, რომლის მშენებლობა სირთულეს არ წარმოადგენს და ჩვენი ვარაუდით მოედნები ექსპლუატაციაში მომავალი წლის ბოლოსთვის უნდა შევიდეს. ჩვენი მიზანია, რომ ამ პერიოდში მოხდეს მწვრთნელების გადამზადება, რათა ახალ მოედნებზე მისულ ბავშვებს პროფესიონალი სპეციალისტები დავახვედროთ, რომლებიც ბავშვებს აზიარებენ რაგბის ფასეულობებს. ეს ბავშვებს დაეხმარება პიროვნების ჩამოყალიბებაში და დარწმუნებული ვარ ამ მოედნებზე აღიზრდებიან პატრიოტი ქართველები“, – განაცხადა კაჭარავამ.
ხელოვნურსაფარიანი მოედნები აშენდება თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, თბილისის 180-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, წეროვანში, წყალტუბოში, გურჯაანში, საჩხერეში, ყაზბეგში, ლენტეხში, ამბროლაურში, სურამში და ცაგერში (ორბელი-ლაჯანა). გარდა ამისა, 2 ბუნებრივსაფარიანი მოედანი მოეწყობა ქუთაისსა და წყალტუბოში (გუმბრა).
სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მომზადდება ორმოედნიანი სტადიონების პროექტები საგარეჯოს, ხაშურის, ოზურგეთისა და ბოლნისისთვის. თბილისში, ვარკეთილში კი დაგეგმილია ბუნებრივსაფრიანი სტადიონის პროექტირება, რომელიც საერთაშორისო თამაშებსაც მოემსახურება.
„ლოკაციები სარაგბო კერების მიხედვით შეირჩა, თუმცა ინფრასტრუქტურული პროექტები ამით არ სრულდება ეტაპობრივად სხვა ლოკაციებიც დაგვემატება. აქცენტი კეთდება მულტიფუნქციურ მოედნებზე და ამ კუთხით მნიშვნელოვანია რუსთავის 8 000-იანი სტადიონი, რომელსაც რაგბი და ფეხბურთი ერთად გამოვიყენებთ. ჩვენ ვცდილობთ ნაკრებისა და თუ შავი ლომის თამაშების რეგიონებში გატანას, რათა იმ ახალგაზრდებსაც ქონდეთ თამაშების ხილვის შესაძლებლობა, რომლებიც დედაქალაქში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ“, – დასძინა სრკ-ს პრეზიდენტმა.
იხილე მეტი
-
სანაკრებო ტურნირები
/ 11 საათის agoსამხრეთ კორეამ მუნდიალზე ჩეხეთს აჯობა
გააზიარეთA ჯგუფის მეორე მატჩის პირველი ტაიმი არცთუ სანახაობრივი გამოდგა და შესვენებამდე კარში მხოლოდ ერთი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
სანაკრებო ტურნირები
/ 11 საათის agoმექსიკამ მუნდიალი მშვიდი მოგებით გახსნა
გააზიარეთ16 წლის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატი ისევ მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების მატჩით გაიხსნა. 2010...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 2 დღის agoირის ანტმანი მომავალში გამართლების იმედად არის
გააზიარეთსაქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. საბერძნეთის ნაკრებთან გამართული უხვგოლიანი შეხვედრა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი