გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

კვარაცხელიას ვერავინ შეაჩერებს – ტოტენჰემის მწვრთნელი

გააზიარეთ

ლონდონის ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი თომას ფრანკი ევროპის სუპერთასზე პარი სენ-ჟერმენთან დაპირისპირებამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ესაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი.

„ეს ჩვენთვის შესანიშნავი შანსია, რომელსაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ. ზეწოლას ვერ ვგრძნობ. სეზონისთვის დიდხანს ვემზადებოდით, ვიმუშავეთ როგორც დაცვაზე, ისე შეტევაზე. ახლა კი ფენომენალურ გუნდს ვხვდებით, რაც კარგად ვიცით. უდოჯი ფორმას იბრუნებს, ბისუმა კი დისციპლინური დარღვევის გამო ვერ ითამაშებს.

კვარაცხელია? უნიკალური და ნიჭიერია, ბურთის ფლობაში განსაკუთრებულია. ვიცნობთ ნაპოლიდან, საქართველოს ნაკრებიდან და პსჟ-დან. მის სრულად შეჩერებას ვერავინ შეძლებს, თუმცა კარგი სტრატეგია და შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, რომ მისი გავლენა შევზღუდოთ“, – განაცხადა ფრანკმა.

პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა ტოტენჰემის მეკარემ, გულიელმო ვიკარიომაც:

„ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან მშობლიურ ქალაქში ვითამაშებ, თუმცა ემოცია მალევე გადაივლის და მოედანზე მხოლოდ გამარჯვებაზე ვიფიქრებ. ასაკით ერთ-ერთი უფროსი ვარ გუნდში, მაგრამ მთავარი რჩევა ყველასთვის ერთი მაქვს – მოედანზე ყველაფერი უნდა დავტოვოთ.

დონარუმა? ის იტალიის ნაკრებში ჩემი კაპიტანია და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეს მისი და კლუბის საქმეა, მე კი საუკეთესო ვუსურვებ. შარშან ტიტული მოვიგეთ და ისევ გვინდა ამის გაკეთება. პსჟ-ს ვხვდებით, ისინი ძალზედ ძლიერები არიან არა მხოლოდ შეტევაში.

ფრანკის მოსვლის შემდეგ გუნდში რაღაც შეიცვალა, მიდგომა განსხვავებულია. ახლა ყველას მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ერთი მიზანი გვაქვს“, – თქვა ვიკარიომ.

შეგახსენებთ, პარი სენ-ჟერმენისა და ტოტენჰემის შეხვედრა 13 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები