
საფრანგეთის ლიგა 1-ის ორგანიზებით მომზადებული დოკუმენტური ფილმი საქართველოს ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, უკვე ხელმისაწვდომია. ფილმი ფრანგულ პლატფორმა DAZN-ზე გამოვიდა და ნაწილობრივადაც იქვეა გასაჯაროებული.
ფილმის მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისშია გადაღებული – სანაკრებო პაუზის პერიოდში, სადაც კამერებმა ხვიჩას ყოველდღიური გარემოცვა და საფეხბურთო მოგონებები ასახეს. ქართველი ვარსკვლავი საკუთარ კარიერაზე გულახდილად საუბრობს:
„ფეხბურთი ჩემი მთელი ცხოვრებაა, ფეხბურთის თამაში მაბედნიერებს. მიხარია, რომ ჩემი ოცნება ავისრულე, ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ბავშვობაში ვიცოდი სად მეპოვა მეგობრები, ისინი სტადიონზე იყვნენ, ჩემი ბავშვობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რომელიც ფეხბურთთან იყო დაკავშირებული“, – ამბობს კვარაცხელია.
ოჯახური საფუძვლები და მამამისის როლი
ფილმში განსაკუთრებული ადგილი უკავია ბადრი კვარაცხელიას – ხვიჩას მამას, რომელიც თავადაც ფეხბურთელი იყო და შვილისთვის მთავარი მაგალითი გახდა.
„მაშინ, ხშირად ფეხბურთელების ვიდეოები არ იყო ხელმისაწვდომი. დედაჩემს მამაჩემის ვიდეოფირები ჰქონდა შენახული და როდესაც ამ ვიდეოებს ვუყურებდი, ჩემთვის ეს იყო რაღაც სასწაული და ვამბობდი, რომ მამაჩემი საუკეთესოა… რაღაც ასე მქონდა გათვითცნობიერებული. მითითებებს მაძლევს, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი, ისიც ფეხბურთელი იყო და ასე ვთქვათ, ფეხბურთი გენში გვაქვს“, – იხსენებს კვარა.
ისტორიული წარმატებები და პასუხისმგებლობა
კვარაცხელიამ უკვე მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დაეტოვებინა – ის პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ტურნირის ფინალში გოლი გაიტანა და ტიტულიც მოიგო.
„როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობდი, სადაც ყველაფერი დაიწყო“, – აცხადებს ქართველი შემტევი.
მისი თქმით, თანამედროვე ფეხბურთში თავდამსხმელს დაცვაშიც აქტიურად უნდა ეხმარებოდეს გუნდს, რაც მის თამაშში აშკარად შესამჩნევია:
„გავაცნობიერე, რომ თავდამსხმელს, რომელიც დაცვაშიც კარგად თამაშობს, დღევანდელ ფეხბურთში წარმატების მიღწევის უკეთესი შანსი აქვს. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაფერი, რასაც მოედანზე და მის გარეთ ვაკეთებ, ყველა ყურადღებით აკვირდება. ამიტომაც, ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა ვიყო“, – ამბობს ის.
სანიოლის შეფასება
დოკუმენტურ ფილმში ხვიჩას შესახებ საუბრობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც. ფრანგი სპეციალისტის თქმით, კვარაცხელიას სტილი თანამედროვე ფეხბურთში იშვიათია:
„როდესაც ის მოედანზეა, ეს კარგია შედეგის მისაღწევად და არა ინსტაგრამის ფოტოებისთვის. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სხვა ეპოქის ფეხბურთელს ვხედავ“, – ამბობს სანიოლი.
იხილე მეტი
-
ჩოგბურთი
/ 7 საათის agoროლან გაროსის სენსაციების რიგი დგას
გააზიარეთროლან გაროსის დიდი სლემი სენსაციურად დაიწყო. ჯერ იყო და დმიტრი მედვედევი დამარცხდა ავსტრალიელ ადამ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 8 საათის agoკვარას შეუძლია მესის და რონალდუს გვერდით დადგეს
გააზიარეთბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საუბარი მიდის, შეუშლის თუ არა ხელს ხვიჩა კვარაცხელიას მსოფლიო ჩემპიონატი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 8 საათის agoოთარ კიტეიშვილი: გვინდა, კაშია ღირსეულად გავაცილოთ
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები რუმინეთთან და ბაჰრეინთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი