გამოგვიწერეთ

ნაკრები

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

გააზიარეთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის საპასუხო მატჩი სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართა, 3:5 დამარცხდა, მაგრამ ფინალურ ეტაპზე მაინც გავიდა.

თამაში დაძაბული და ნერვიული გამოდგა. ჩვენებს თბილისში 4:1 ჰქონდათ მოგებული და მისი შენარჩუნება იყო საჭირო. ანგარიში სლოვაკებმა გახსნეს – გოლი კაპიტანმა დრაჰოვსკიმ გაგვიტანა; ჩვენებმა მოახერხეს და პირველივე ტაიმში გიორგი ჩიმაკაძის გოლით გაათანაბრეს; თუმცა შესვენებაზე მაინც ჩამორჩენით გავედით – დრაჰოვსკიმ მეორეც შეაგდო.

შესვენების შემდეგ გათანაბრება შეგვეძლო, მაგრამ გიორგი ღავთაძემ პენალტი ვერ გაიტანა და იქვე ბილენეკმა მესამე გაგვიტანა. წინ კიდევ 14 წუთი იყო…

მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე სლოვაკეთი ვა-ბანკზე წავიდა და მეკარე მოედნის მოთამაშით ჩაანაცვლა. საქართველოს ნაკრებმა მალევე დასაჯა მეტოქე და არჩილ სებისკვერაძის გოლით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. მალევე გუნდის კაპიტანმა ირაკლი თოდუამ, რომელიც ნაკრებში მეასე მატჩს ატარებდა, ანგარიში გაათანაბრა.

სლოვაკებს უკვე მინიმუმ სამი ბურთი სჭირდებოდა და მეკარე ისევ გამოცვალეს. ამჯერად მათთვის შედეგი გამოიღო და მასპინძლები რვა წუთით ადრე დაწინაურდნენ – 4:3. სამი წუთით ადრე სლოვაკებმა სებასტიან ბაჩოს გოლით თამაში კიდევ უფრო დაძაბეს – 5:3.

დარჩენილი დრო სლოვაკები გამუდმებით გვიტევდნენ, რამდენჯერმე გადავრჩით კიდეც, მაგრამ ანგარიში შევინარჩუნეთ და ევროპაზე წასვლაც დავიმსახურეთ.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ნაკრები