გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

კლოპი გერმანიის ნაკრების მწვრთნელი გახდა

გააზიარეთ

იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების მთავარ  მწვრთნელად  დაინიშნა. ლივერპულის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.

კლოპმა სამწვრთნელო კარიერა მაინცში დაიწყო. 2008-15 წლებში კი, დორტმუნდის ბორუსიას წვრთნიდა და ორჯერ გერმანიის ჩემპიონი გახდა, ერთხელ გერმანიის თასი მოიგო, ხოლო ორჯერ – სუპერთასი. კლოპმა ბორუსია 2012-13 წლის სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა.

2015 წელს გერმანელმა სპეციალისტმა კარიერა ლივერპულში გააგრძელა და მერსისაიდულ კლუბს ძველი დიდება დაუბრუნა – ლივერპული 30-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონი გახდა. კლოპის დროს ლივერპულმა ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ორჯერ კი ფინალი წააგო – ორივეჯერ რეალთან.
კლოპის ხელმძღვანელობით ლივერპულმა, ასევე ფიფას საკლუბო ჩემპიონატის თასი, ევროპის სუპერთასი, ინგლისის ლიგის თასი ორჯერ, ინგლისის თასი ერთხელ და ინგლისის სუპერთასი ერთხელ აღმართა.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები