გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

გურია ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზეა

გააზიარეთ

უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლანჩხუთის გურიამ ჩრდილოეთ ირლანდიური კლიფტონვილი 2:1 დაამარცხა!

მატჩი კოსოვოში, პრიშტინაში, ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

ანგარიშის გახსნა 16 წლის ანანო ცისკარიძემ 55-ე წუთზე მოახერხა, ხოლო ზუსტად ერთი წუთის შემდეგ ეთერ სულაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა – 2:0.

ირლანდიელებმა 90-ე წუთზე ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს, თუმცა გამარჯვება ქართველი გოგონების სახელზე ჩაიწერა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლანჩხუთის მეტოქე ვორსკლა (პოლტავა) იქნება

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები