გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ლიზი კაკულიას საოცრება — 19 გოლი ერთ მატჩში და რეკორდი ქალთა ლიგაში

გააზიარეთ

ქალთა ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა. ეროვნული ლიგა 2-ის მატჩში დინამო სოხუმმა წარმოუდგენელი ანგარიშით, 36:0 დაამარცხა ახალციხის ზარზმა.

შეხვედრა ორი თვალსაჩინო რეკორდით აღინიშნა: ჯერ ერთი, ასეთი დიდი სხვაობით გამარჯვება ქალთა ოფიციალურ საფეხბურთო მატჩებში აქამდე არასდროს დაფიქსირებულა და მეორეც – მატჩის გმირი გახდა ლიზი კაკულია, რომელმაც ერთადერთი შეხვედრაში 19 გოლის გატანა მოახერხა, რაც უიშვიათესი შედეგია როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

ლიზი კაკულია ოჩამჩირიდან დევნილია და სწორედ სოხუმის დინამოში დაიწყო პროფესიონალური კარიერა. გუნდის ღირსებას ის 2022 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში 90-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

გარდა იმისა, რომ კაკულია რეკორდსმენად იქცა, ის 2025 წლის სეზონშიც ბრწყინვალედ გამოიყურება, 15 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია. მის ანგარიშზე 59 გოლია 14 მატჩში, რაც ამტკიცებს, რომ მისი შედეგიანობა შემთხვევითი ნამდვილად არ არის.

აღსანიშნავია, რომ სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება და წინ 11 მატჩია დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ არაერთი რეკორდი შეიძლება დაიწეროს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი