გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“ამან შეიძლება ყველაფერი შეცვალოს”, – ფრანგული მედია ზურიკოს მომავალზე

გააზიარეთ

ზურიკო დავითაშვილის მომავალი ბოლომდე გარკვეული ჯერაც არაა. მის სატრანსფერო საგას ორი მხარე აქვს – მართალია, ქართველს ლიგა 2-ში დაქვეითებულ სენტ-ეტიენში თამაში დიდად აღარ სურს და ახალი გამოწვევა უნდა, მაგრამ არც ფრანგული გუნდია დაინტერესებული ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვით.

აქედან გამომდინარე, ფრანგული მედია იტყობინება, რომ ზურიკოს გაყიდვა თითქმის გამორიცხულია მხოლოდ ერთი შემთხვევის გარდა – სენტ-ეტიენმა დავითაშვილის სანაცვლოდ ძალიან მსუყე შეთავაზება უნდა მიიღოს.

კონკრეტულად, საუბარია 15-20 მილიონ ევროზე, რაც ტრანსფერს თითქმის გამორიცხულს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ დავითაშვილს არაერთი სერიოზული მსურველი ჰყავს, ისინი ზურიკოს სანაცვლოდ ამ თანხის გადასახდელად მზად არ არიან.

შესაბამისად, სიტუაცია საკმაოდ რთულია – ზურიკოს სენტ-ეტიენში დარჩენა დიდად არ სურს, თუმცა კლუბის პოზიციაც ცალსახაა, მათ ლიდერების შენარჩუნება და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა სურთ, ქართველის მსურველებმა კი დიდი თანხა უნდა გაამზადონ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები