გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ლონდონიდან ისევ ლონდონში

გააზიარეთ

არც ისე დიდი ხნის წინ ყველაზე ძვირადღირებული მეკარე ახლა მხოლოდ სხვის შემცვლელად მოიაზრება. ფეხბურთის გულმხურვალე ქომაგი მარტივად მიხვდება თუ ვისზეა საუბარი. დიახ, კეპა არისაბალაგაზე, რომელიც 2018 წელს ჩელსიმ დიდი ზარ-ზეიმით შეიძინა და მასში 80 მილიონი გადაიხადა.

არისტოკრატების მიერ კეპაზე გაცემულმა ავანსებმა დიდად ვერ გაამართლა და ვერც ესპანელი კიპერი გრძნობდა თავს მთლად კომფორტულად. მან ლონდონელთა რიგებში ოდენ 74 მატჩი გამართა, შემდეგ სათადარიგო სკამზე გადაჯდა, ხოლო მოგვიანებით საერთოდაც ბორნმუთში გაანათხოვრეს. 2024/25 წლების სეზონი კეპამ სწორედ აღნიშნულ გუნდში გაატარა.

სექტემბრიდან კი ესპანელი მეკარე კვლავ ლონდონში დაბრუნდება, ოღონდ არა ყოფილ გუნდში, არამედ არსენალში. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

ყველა ფორმალობა მოგვარებულია და მეთოფეებიც ჩელსის კეპას სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს გადაუხდიან. არ გეგონოთ, რომ კეპა არისაბალაგა მყისვე არსენალის ძირითადი მეკარე გახდება. არა, მას მხოლოდ დავიდ რაიას რეზერვად მოიაზრებენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი