გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ლუკა ლოჩოშვილი: მინდა კიოლნის ლიდერი ვიყო

გააზიარეთ

4 სექტემბერს ლუკა ლოჩოშვილის კიოლნი გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურში შტუტგარტს ესტუმრება. ჩვენებურმა გერმანიის ჩემპიონატი უკვე დააჭაშნიკა, როდესაც კიოლმა საკუთარ მოედანზე ჰოფენჰაიმი 3:2 დაამარცხა.

შტუტგარტელებთან თამაშამდე კიოლნის ვებ-გვერდზე ჩვენებურის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

_ გასულ უქმეებზე „რაინ ენერჯი შტადიონზე“ პირველად ითამაშე 50 000 გულშემატკივრის წინაშე. რა შეგრძნება გქონდათ?

_ ძალიან მომწონს ეს სტადიონი და ფანტასტიკური ატმოსფეროც იყო. თამაშიც საინტერესო გამოდგა, რომლის შემოტრიალებაც შევძელით – ყველაფერი იდეალურად დაემთხვა.

_ ბევრ მეტოქეს არ მოსწონს კიოლნში თამაში, რადგან გულშემატკივრები გუნდისთვის დიდი უპირატესობას ქმნიან. შაბათს მათ თქვენც დამატებითი ენერგია მოგცეს?

_ ვფიქრობ, ჩვენს მოედანზე თამაში ძალიან რთულია. გულშემატკივრებმა მეორე ტაიმში ნამდვილად მოგვცეს დამატებითი ენერგია, რისი წყალობითაც მეტოქე მათ ნახევარზე უფრო შევავიწროვეთ. ფეხბურთის თამაშს ყველა სწორედ იმისთვის ვიწყებთ, რომ ოდესმე ასეთ ატმოსფეროში ვითამაშოთ.

_ პირველი გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყავი. ტრიბუნიდან ჩანდა, თითქოს ბურთი კარში უნდა შესულიყო. შენ როგორ დაინახე ეს ეპიზოდი?

_ რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა. ძალიან მინდოდა გოლის გატანა, მაგრამ სამი ქულა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მინდა, რაც შეიძლება მალე გავიტანო ჩემი პირველი გოლი, რასაც ყველაზე მეტად საშინაო მატჩში ვისურვებდი. მინდა, მთელ სტადიონთან ერთად ვიზეიმო.

მეორე ტაიმში ბოლო კაცის რანგში მნიშვნელოვანი ვარდნაც გააკეთე. მცველისთვის ასეთი მომენტი გოლზე უფრო სასიამოვნოა?

_ ასეთი მომენტები ნამდვილად მნიშვნელოვანია. ამასთან ეს თამაშის გადამწყვეტ ფაზაში მოხდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ყველაფერი გამომივიდა და ამით გუნდს დახმარება შევძელი. ასეთი ეპიზოდები თავდაჯერებას გაძლევს.

_ ეს შენს რეაქციაზეც ჩანდა.

_ ასეთი ვარდნების შემდეგ გულშემატკივრების ჩართვა ძალიან მომწონს. მინდა, ჩემი ემოციები მათ გადავცე. კიოლნში ამისთვის ბევრი არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. მაყურებელი ისედაც ემოციურად რეაგირებს და ასეთი ეპიზოდის შემდეგ მაშინვე ფეხზე დგება. ეს უკვე ძალიან მომეწონა.

_ მეორე ტაიმში გასახდელიდან ძალიან კარგად გამოხვედით. რა გითხრათ მწვრთნელმა შესვენებაზე?

_ გვითხრა, რომ კარგად დავიწყეთ თამაში, მაგრამ კონტროლი დავკარგეთ. საკმარისად აგრესიულები არ ვიყავით და გარკვეულ მომენტებში ძალიან ღრმად ვთამაშობდით. პრესინგის მომენტების შემდეგ ჰოფენჰაიმი შეცდომებს უშვებდა. რადგან ანგარიში მხოლოდ 0:1 იყო და თამაში ჯერ კიდევ სრულიად ღია რჩებოდა. ვიცოდით, რომ მომენტები გვექნებოდა და შეხვედრის შემოტრიალებას შევძლებდით.

_ გასულ სეზონში მხოლოდ კიოლნზე მეტი მატჩი მხოლოდ ბაიერნმა შემოატრიალა. ამ გუნდში დანებების სურვილი არ ჩანს. შენც ასე იგრძენი?

_ დიახ. გუნდს სწორი დამოკიდებულება აქვს. გულშემატკივრების მხარდაჭერით კი, ყველაფერი კიდევ უფრო მარტივი ხდება. ისინი მაშინ გაძლევენ ძალას, როცა თამაშში რთული პერიოდი გაქვს, მეტოქე ძლიერდება ან გოლს ვუშვებთ. თუ ამ მენტალიტეტსა და ერთიანობას შევინარჩუნებთ, ამ სეზონში ბევრი სიამოვნების მიღება შეგვიძლია.

_ მწვრთნელმა მატჩის შემდეგ შეგაქო, რადგან უკვე დიდ პასუხისმგებლობას იღებ. მოგწონს ლიდერის როლი?

_ პასუხისმგებლობის აღება მომწონს. ყოველთვის მინდა ვიყო ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ყველაფერს გაიღებს, აგრესიულია და ემოციებს გამოხატავს. იმედი მაქვს, ამით სხვებსაც ავიყოლიებ. მინდა ვიყო ლიდერი, რომელიც გუნდს კარგი თამაშით უძღვება.

_ როგორ მიგიღო გუნდმა?

_ გუნდში ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა და ერთმანეთს ვეხმარებით. ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და ვფიქრობ, მომდევნო კვირებში ერთმანეთსაც კიდევ უკეთ გავიცნობთ. პირველი ორი გამარჯვებაც ამაში აუცილებლად დაგვეხმარება. ძალიან კარგ გზაზე ვდგავართ.

_ როგორ შეეგუე კიოლნში ცხოვრება?

_ აქ თავს კარგად რომ გრძნობდე, ყველაფერს გიმარტივებენ. ხალხი ძალიან მეგობრულები და გახსნილები არიან. როდესაც ყავის საყიდლად გავდივარ, ყოველთვის სასიამოვნოდ მელაპარაკებიან. ახლა უკვე ბინაც ვიპოვე და ეს კიდევ უფრო ამარტივებს ყველაფერს. კიოლნში გატარებულ პირველ კვირებზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია.

_ პარასკევს შტუტგარტში მიდიხართ. როგორი მატჩი გელოდებათ?

_ შტუტგარტი ძლიერი გუნდია და ეს ბოლო წლებშიც დაამტკიცა. ინდივიდუალური ხარისხი მაღალი აქვთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ 90 წუთის განმავლობაში კონცენტრირებულები ვიყოთ და მოედანზე ყველა დავალება შევასრულოთ, რაც საშუალებას მოგვცემს იქიდანაც რაიმე წამოვიღოთ.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები