გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ფრანგი ჟურნალისტი: როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია ვერ ბრწყინავს

გააზიარეთ

ევროპის სუპერთასის ფინალს, სადაც პსჟ-მ ტოტენჰემი პენალტების სერიაში დაამარცხა, ფრანგულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

RMC Sport-ის ჟურნალისტმა, დანიელ რიოლომ, მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე ისაუბრა და მიიჩნევს, რომ ლუის ენრიკემ მისი გამოყენებისას არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ტოტენჰემთან შეხვედრაში ხვიჩა მარჯვენა ფლანგზე დააყენეს და, ჩემი აზრით, სწორედ ეს გახდა მისი სუსტი თამაშის მიზეზი. არ ვთვლი, რომ ის ფიზიკურად ცუდ ფორმაშია — პრობლემა პოზიციაშია. როცა კვარაცხელია მარჯვენა ფრთაზეა, ვერ ახერხებს იმ სიძლიერის დემონსტრირებას, რასაც მარცხნივ თამაშისას ვხედავთ. ეს უკვე არაერთხელ დამტკიცებულა“, — აღნიშნა რიოლომ.

ცნობისთვის, პსჟ გახდა პირველი ფრანგული კლუბი, რომელმაც ევროპის სუპერთასი მოიგო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები