გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუ და ტორონტო ცხრილში მაღლა მიიწევენ

გააზიარეთ

NBA-ში მორიგ სათამაშო დღეს სანდრო მამუკელაშვილმა და ტორონტომ სტუმრად ინდიანა პეისერსს 129:111 აჯობეს და ამ საქმეში ჩვენებურის წვლილიც არის.

მამუკელაშვილი სათადარიგო იყო, მაგრამ მოედანზე 22:09 წუთი მაინც ერგო და ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენა. მამუს მონაგარი 12 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. სანდრომ ექვსიდან ოთხი ორქულიანი, სამიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. მისი ყოფნის დრო კანადელებმა მეტოქეზე 14 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც გუნდში მეოთხე მაჩვენებელი გამოდგა.

ტორონტოს ბოლო პერიოდში კარგი სერია დაუგროვდა და სადღეისოდ, რვა მოგებითა და ხუთი მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილამდე დაწინაურდა. ტორონტო მომდევნო მატჩს შარლოტთან გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი