გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

მანჩესტერ იუნაიტედში დიდი წმენდა იწყება

გააზიარეთ

მანჩესტერ იუნაიტედში სერიოზული კრიზისია – გუნდმა ვერც ევროპა ლიგის მოგება შეძლო, პრემიერ ლიგის ცხრილში კი სულაც ათეულს მიღმა აღმოჩნდა.

ცუდი შედეგებიდან გამომდინარე, იუნაიტედის ხელმძღვანელობა რეორგანიზაციას აპირებს – გუნდიდან დადასტურებულად წავა რამდენიმე ფეხბურთელი, ხოლო რამდენიმეს სანაცვლოდ წითელი ეშმაკები შეთავაზებებს მოისმენენ.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ, დიდი ალბათობით, იუნაიტედს კაზემირო, ლუკ შო, რასმუს ჰოილუნი, ალეხანდრო გარნაჩო და ანდრე ონანა დატოვებენ. კლუბი მოისმენს შეთავაზებებს კობი მეინუს თაობაზეც.

თავის მხრივ, იუნაიტედი ნდობას უცხადებს რუბენ ამორიმის და მას მთავარი მწვრთნელის პოსტს შეუნარჩუნებენ, ხოლო ზაფხულის პირველ ტრანსფერად მატეუს კუნიას ყიდვაა მოსალოდნელი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები