გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მარცხი, შეცვლა და ქართული ჯახის მოლოდინი

გააზიარეთ

პორტუგალიის ჩემპიონატის VI ტურში ეშტორილი სტუმრად ჟილ ვისენტესთან 0:2 დამარცხდა. ჩვენი ინტერესი კი ნოდარ ლომინაძისადმი იყო მიპყრობილი. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ტრადიციულად გუნდის ძირითადში გახლდათ და მატჩის 81-ე წუთზე შეცვალეს.

23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 10 ბალიანი სისტემით, 7,2 შეფასება მიიღო, ბურთს 57-ჯერ შეეხო და პასებიც 60 პროცენტიანი სიზუსტით გაანაწილა. ლომინაძე მეტოქე ფეხბურთელებთან არც ორთაბრძოლებში შესვლას ერიდებოდა.

ფაქტია, რომ ეშტორილს ჩემპიონატის სტარტი არცთუ ისე სახარბიელო აქვს და ხუთი ქულით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.

მომდევნო ტურში კი მეტად საინტერესო დაპირისპირება გველის, ეშტორილი საკუთარ კედლებში სპორტინგს მიიღებს და ქართულ ჯახსაც ვიხილავთ – ნოდარ ლომინაძე გიორგი ქოჩორაშვილის პირისპირ. მატჩი 27 სექტემბერს 23:30 წუთზე დაიწყება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები