გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მბაპეს მამამ კვარაცხელია მკაცრად გააკრიტიკა

გააზიარეთ

მადრიდის რეალის ვარსკვლავის, კილიან მბაპეს მამამ – ვილფრიდ მბაპემ, ფრანგულ გამოცემა L’Equipe-თან ინტერვიუში ისაუბრა როგორც შვილის პარი სენ-ჟერმენში გატარებულ წლებზე, ისე იმ პერიოდზე, როცა მის წინააღმდეგ ბევრი საყვედური ისმოდა.

მისივე თქმით, სრულიად გაუმართლებელია იმის პრეტენზია, რომ მბაპე უფრო აქტიურად უნდა ჩართულიყო დაცვით ფაზაში:

„ფორვარდის მთავარი ამოცანა შეტევაა – გოლების გატანა და ქმნილება. თუ ფეხბურთელი სეზონში 60 გოლს იტანს, გაუგებარია, როგორ შეიძლება მისკენ თითის გაშვერა მხოლოდ იმიტომ, რომ სულ უკან არ ჩამოდის. დიახ, როცა ბურთი ახლოს არის, უნდა დაეხმარო თანაგუნდელს, მაგრამ თავდამსხმელს არ მოეთხოვება მუდმივად დაცვაში ჩაჯდეს. ჩემთვის ეს მიუღებელია“.

ვილფრიდ მბაპემ ამ კონტექსტში ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო:

„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა გააკეთა კვარამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლო წუთებზე. ეს კილიანის საქმე არ არის. მას მოედანზე გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და ის თავისას უმაღლეს დონეზე ასრულებს. ბუნებრივია, არავინ იტყვის, რომ კვარაცხელია 60 გოლს ვერ გაიტანს სეზონში, მაგრამ არასწორია ჩემი შვილისგან დაცვაში მუდმივი ჩასვლის მოთხოვნა. ყველა ფეხბურთელს თავისი ამოცანა აქვს და თავდამსხმელს ზედმეტად უკან გადახრა არ ეკადრება“.

კილიან მბაპე პსჟ-ში 2018 წლიდან 2024 წლამდე გამოდიოდა. პარიზული კლუბის დატოვების შემდეგ კი, ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით რეალ მადრიდს შეუერთდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები