გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

მეორე უარი ლივერპულს

გააზიარეთ

ლევერკუზენის ბაიერმა ლივერპული კვლავ უარით გაისტუმრა. მერსისაიდული გუნდი ჯიქურ ცდილობს ფარმაცევტების ერთ-ერთი ლიდერის ფლორიან ვირცის დასაკუთრებას, თუმცა გერმანული კლუბი მას ვერ ელევა.

არა, ვირცის ტრანსფერი ვეტოდადებული ნამდვილად არ არის, თუმცა ლივერპული და ბაიერი თანხაზე ვერ თანხმდებიან.

ინგლისელები გერმანელებს 130 მილიონს სთავაზობენ, რაც ლევერკუზენელებს არ აწყობთ. ისინი თავიანთი ფეხბურელის სანაცვლოდ მინიმუმ 150 მილიონ ევროს ითხოვენ.

შეგახსენებთ, აწ უკვე დასრულებულ სეზონში ფლორიან ვირცმა ლევერკუზენის ბაიერის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩში თავი 16 გატანილი გოლით გამოიჩინა, რასაც 15 საგოლე პასიც მიაყოლა.

ტრანსფერმარკეტზე ფლორიან ვირცის საბაზრო ღირებულება 140 მილიონს შეადგენს. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება გერმანელ ნახევარმცველთან დაკავშირებული საგა, რომელსაც ლევერკუზენის ბაიერთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ფეხბურთი