გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კვარაცხელიას ტრანსფერი სეზონის საუკეთესოებში

გააზიარეთ

გერმანულმა სააგენტო Transfermarket-მა  2024/25 წლების სეზონის 10 საუკეთესო სატრანსფერო გარიგება დაასახელა. მათ  შორისაა,  ქართველი სუპერვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ნაპოლიდან პსჟ-ში, რომელიც იანვარში განხორციელდა.

“ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს ზამთარში შეუერთდა და ეჭვგარეშეა, რომ  ქართველის პარიზული კარიერის სტარტი წარმატებული გამოვიდა. პარიზული კლუბის მაისურით ხვიჩამ 24 შეხვედრაში 6 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა.

ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ბრწყინვალედ ითამაშა და გოლიც გაიტანა. თუ ვამბობთ, რომ პსჟ-მ მბაპეს დავიწყება შეძლო, ეს სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა” -წერს Transfermarket

კვარაცხელიას ტრანსფერი აღნიშნულ მესამე ადგილზეა. პირველზეა ომარ მარმუშის ტრანსფერი ფრანკფურტის აინტრახტიდან მანჩესტერ სიტიში, მეორეზე ხულიან ალვარესი  მანჩესტერ სიტიდან ატლეტიკოში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები