გამოგვიწერეთ

MMA

მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქის ვინაობა გაირკვა

გააზიარეთ

UFC სუპერმსუბუქი წონის ქართველმა მეფემ, მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა UFC 316-ზე, შონ ომალის წინააღმდეგ ჩაატარა და დომინანტური პერფორმანსით ქამარი მეორედ დაიცვა. სულ რაღაც ოთხ თვეში, მანქანა მორიგ ბრძოლას UFC 320-ზე, ამერიკელი კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ გამართავს. ეს დაპირისპირება ღონისძიების თანამთავარი ბრძოლაა, ხოლო ჰედლაინერი – მაგომედ ანკალაევსა და ალექს პერეირას შორის რემატჩი იქნება.

შეიძლება ითქვას, ფურცელზე სენდჰეგენი მერაბის ბოლო ოპონენტებთან შედარებით ბევრად მარტივი დასამარცხებელია და ლოგიკურია, კიდევ ერთ დომინაციას ველოდოთ. მაგრამ MMA-ში ყველაფერი მოსალოდნელია და ეს დროთა განმავლობაში მრავალჯერ დამტკიცდა.

“მანქანა” 5 ოქტომბერს მესამედ შეეცდება ქვემსუბუქი წონის ქამრის დაცვას. წარმატების შემთხვევაში, სატიტულო დაცვებში წონის რეკორდს თანაგუნდელ ალჯამეინ სტერლინგთან გაიყოფს. დვალიშვილი ამ ბრძოლაში გამარჯვებით კიდევ ერთი რეკორდის თანამფლობელი გახდება – სამ სატიტულო დაცვას ერთ კალენდრულ წელიწადში განახორციელებს. აქამდე მსგავსი შედეგი ტიტო ორტიზს, მეტ ჰიუსს და დიმიტრიუს ჯონსონს აქვთ დაფიქსირებული. დიდი ალბათობით, ქართველი ამ ელიტარული მებრძოლების სიას სულ მალე შეუერთდება.

თავის მხრივ, ამერიკელს დამარცხებული ჰყავს მაღალი დონის მებრძოლები, როგორებიც არიან დეივისონ ფიგერედო, მარლონ ვერა, ფრენკი ედგარი…

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად MMA