გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

საფეხბურთო კლუბმა ორბიმ 15 წლის ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი

გააზიარეთ

საფეხბურთო კლუბმა ორბიმ, რომელიც საქართველოს მესამე ლიგაში გამოდის, 15 წლის ტალანტთან, დაჩი მერკვილაძესთან, პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.

მერკვილაძე პოზიციით საყრდენი ნახევარმცველია და სელეროს საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. ამიერიდან ახალგაზრდა ფეხბურთელი ორბის მაისურით იასპარეზებს.

დაჩი საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებშიც იყო გამოძახებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის პოტენციალსა და განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ სელეროს აკადემია საფეხბურთო კლუბ ორბის თანამფლობელია.

სწორედ სელეროს აკადემიიდანაა ორბში გადმოსული კიდევ რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა, მათ შორის 18 წლის ნახევარმცველი ზუკა ქავთარაძე, რომელმაც მიმდინარე სეზონში კლუბის პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გოლით გამოიჩინა თავი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები