გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მესი ჩამოიტოვა – რომელ კომპონენტში გახდა კვარაცხელია მსოფლიოში პირველი?

გააზიარეთ

ფეხბურთში დრიბლინგის ოსტატობაზე საუბრისას ყველაზე დიდ ყურადღებას იმ მოთამაშეებს აქცევენ, რომლებიც ბურთით მეტოქეების მოტყუებაში გამორჩეულად ძლიერები არიან. სწორედ ასეთების სია გამოაქვეყნა ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემამ Givemesport-მა, რომელმაც 2025 წლის მსოფლიოში საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა.

რეიტინგი სპეციალურ სტატისტიკას ეყრდნობა და იმ ფეხბურთელებს ასახავს, ვინც ყველაზე ხშირად და ეფექტურად ატყუებს მოწინააღმდეგეს ბურთის ფლობისას.

სიის პირველი ნომერი კი საქართველოს ნაკრების ლიდერი და პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველმა ვინგერმა დრიბლინგის მხრივ ისეთ გრანდებს აჯობა, როგორებიც არიან ლეო მესი, კილიან მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი და ჯამალ მუსიალა.

ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო სტილი – მოულოდნელი მოძრაობები, ბრწყინვალე ბურთის კონტროლი და დაცვაზე უშუალო ზეწოლა  მას თანამედროვე ფეხბურთში გამორჩეულ ადგილს აძლევს.

Givemesport-ის საუკეთესო დრიბლიორების ტოპ 15 ასე გამოიყურება:

1. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

2. რაიან შერკი (ლიონი)

3. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)

4. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)

5. უსმან დემბელე (პსჟ)

6. ლეო მესი (ინტერ მაიამი)

7. ლამინ იამალი (ბარსელონა)

8. დეზირე დუე (პსჟ)

9. ნიკო უილიამსი (ბილბაო)

10. კილიან მბაპე (რეალი)

11. როდრიგო (რეალი)

12. ფლორიან ვირტცი (ბაიერი)

13. ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი)

14. სავინიო (მანჩესტერ სიტი)

15. ჯეიმი გიტენსი (დორტმუნდი)

ქართველი ვარსკვლავის ამ წარმატებას დადებითად აფასებენ როგორც საფეხბურთო ანალიტიკოსები, ასევე გულშემატკივრები, რომლებიც მის მომავალს კიდევ უფრო დიდ მიღწევებს უკავშირებენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები