გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

მიულერი კარიერას არ ასრულებს – სად ითამაშებს ტომასი

გააზიარეთ

მას შემდეგ, რაც მიუნხენის ბაიერნში ბოლო ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, თითქოს ტომას მიულერს კარიერაც უნდა დაესრულებინა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გერმანელი ფეხბურთელი კვლავ მზადაა მოედანზე გასასვლელად.

ამის თაობაზე 35 წლის შემტევმა თავადაც დაადასტურა. მიულერმა ისიც აღნიშნა, რომ ევროპულ ფეხბურთს დაემშვიდობება და უდიდესი ალბათობით ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურებს:

“ფეხბურთის თამაში კვლავ მინდა, თუმცა არც ევროპაში დავრჩები და შესაბამისად არც ჩემპიონთა ლიგაზე ვიასპარეზებ. MLS კი საინტერესო ლიგაა, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო წელს აშშ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.”

მიულერმა ისიც აღნიშნა, რომ ლეო მესის გვერდით სიამოვნებით ითამაშებდა:

“მესისთან თამაშზე უარს არ ვიტყოდი, თუმცა, ჯერჯერობით, ინტერ მაიამისგან შეთავაზება არ მიმიღია”, – განაცხადა ტომასმა.

ამ ეტაპზე, მიულერის გადასვლა ყველაზე სავარაუდო ლოს ანჯელესში ან ცინცინატიშია. ორივე გუნდი 35 წლის ფეხბურთელის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები