გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ლივერპული მორიგი 100-მილიონიანი ტრანსფერისთვის ემზადება – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

გააზიარეთ

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლივერპულმა უკვე ხეირიანად ივაჭრა – ჯერემი ფრიმპონგისა და მილოშ კერკეზის შედარებით ბიუჯეტურ ტრანსფერებთან ერთად, ჰუგო ეკიტიკისა და ფლორიან ვირცის სანაცვლოდ ჯამში 200 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა.

თუმცა, მერსისაიდული გრანდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და კიდევ უფრო ხმაურიან ტრანსფერს ამზადებს – ლივერპულს ნიუკასლიდან ალექსანდრ ისაკის დამატება სურს.

ლივერპულმა შვედი შემტევის თაობაზე კაჭკაჭებს ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მიმართა, თუმცა ნიუკასლისგან უარი მიიღო. სწორედ ამიტომ იყიდა ინგლისურმა გრანდმა ეკიტიკი ფრანკფურტიდან, თუმცა ახლა ისაკის ტრანსფერის შანსი მეორედ გაჩნდა.

საქმე ისაა, რომ ისაკმა ნიუკასლის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ ზაფხულში გუნდის დატოვება და ახალი გამოწვევები სურს. ალექსმა უარით გაისტუმრა არაბული შეთავაზებები, ასევე იუარა მანჩესტერ იუნაიტედი და ლონდონის ჩელსი, მისი პრიორიტეტი კი არნე სლოტის გუნდია.

ამის პარალელურად, ისაკის შემცვლელზე ზრუნვა დაიწყო ნიუკასლმაც. გუნდი ბენჟამინ შეშკოს დაუკავშირდა, ინტერესის შემთხვევაში კი ლაიპციგთანაც დაიწყებს მოლაპარაკებებს.

ამ ყველაფრის ფონზე, ცხადია, ლივერპული კვლავ გააქტიურდება. აქამდე გავრცელებული ცნობებით, გუნდი 130 მილიონს იხდიდა ისაკის სანაცვლოდ, ახლა კი შეთავაზების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. ორმხრივი ინტერესის ფონზე, ლივერპულს და ისაკის წარმომადგენლებს პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება არ უნდა გაუჭირდეს, ჯერი კი ნიუკასლზეა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები