გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

“ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით” – დიეგო ლონგო

გააზიარეთ

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გორის დილა გასვლაზე, ლატვიური რიგას წინააღმდეგ დაძაბულ შეხვედრაში მინიმალური სხვაობით – 1:2 დამარცხდა.

თამაშის დასრულების შემდეგ დილას მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო ლონგომ კომენტარი გააკეთა:

“შემიძლია ვთქვა რომ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით.

ბოლომდე იბრძოლეს გასვლით მატჩში ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ.

ეს ნამდვილად იშვიათი და უნიკალურია.

დარწმუნებული ვარ რომ 7 დღის შემდეგ სრულიად განსხვავებული თამაში იქნება.

ვფიქრობ ძალიან კარგი შანსი გვაქვს თუ ვირწმუნებთ საკუთარ თავში და ასევე ვიბრძოლებთ.

გორში სხვანაირად იქნება, მჯერა გულშემატკივარი დაგვეხმარება ბოლო წუთამდე, ვინაიდან საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს.

ამიტომ ვარ თავდაჯერებული, ახლა აღდგენის დროა, რათა მოვემზადოთ მომავალი ბრძოლისთვის.”

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები