გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძემ იაქტიურა — ვილიარეალმა მესტალიაზე იმარჯვა

გააზიარეთ

ლა ლიგის მეათე ტურში ვილიარეალმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ბოლო ოთხთამაშიანი მოუგებელი სერია დაასრულა. მარსელინოს გუნდი სტუმრად ვალენსიას დაუპირისპირდა და 2:0 სძლია. გამარჯვების გოლები ხერარ მორენომ (პენალტით) და სანტიაგო კომესანიამ გაიტანეს.

გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 79-ე წუთამდე ითამაშა. ქართველო ფორვარდო შტევაში დიდ ენერგიასა და მონდომებას დებდა, რამდენჯერმე დაემუქრა მეტოქის კარს და სწორედ მისი აქტიურობის შემდეგ გაიტანა ვილიარეალმა მეორე გოლი. მიქაუტაძემ ახლო კუთხიდან ზუსტად დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარემ მოიგერია, რასაც კომესანიას შედეგიანი ჩარევა მოჰყვა.

მიქაუტაძემ შეხვედრაში სამჯერ დაარტყა კარში, ერთხელ შეასრულა წარმატებული დრიბლინგი და 8 პასიდან 7 ზუსტად მისცა თანაგუნდელს. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად გოლი ვერ გაიტანა, მისი გავლენა გუნდის თამაშზე აშკარად შესამჩნევი იყო.

გიორგის ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს ლა ლიგის ექვს შეხვედრაში.

ამ გამარჯვების შემდეგ ვილიარეალმა ქულათა მარაგი 20-მდე გაზარდა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.

შემდეგ ტურში ვილიარეალი 1 ნოემბერს საკუთარ მოედანზე რაიო ვალეკანოს დაუპირისპირდება, მანამდე კი ესპანეთის თასზე ითამაშებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები