გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძის გოლი, პასი და გამარჯვება ესპანიოლთან

გააზიარეთ

გიორგი მიქაუტაძემ ხუთმატჩიანი სერია შეწყვიტა, ესპანიოლთან მატჩში გაიტანა და ვილიარეალის გამარჯვებას საფუძველი ჩაუყარა – 4:1.

ქართველი ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 35-ე წუთზე ბიუკენენის პასის შემდეგ ახლო მანძილიდან, მაგრამ ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში; შემდეგ სალინასმა საკუთარ კარში შეაგდო, რასაც ნიკოლა პეპემ მესამე დაუმატა; 55-ე წუთზე მიქაუტაძის პასით მოლეირო მეოთხეც მიაყოლა და მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა; ესპანიოლმა მხოლოდ ბოლოს მოახერხა ანგარიშის შემცირება.

ჟორჟი 73 წუთზე შეცვალეს, მაგრამ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება ჰქონდა. ზოგიერთმა ვებ-გვერდმა პირველზე, ხოლო რამდენიმემ მეორეზეც გაიყვანა.

ლა ლიგაში მიქაუტაძის ანგარიშზე ექვსი გოლი და ოთხი საგოლე პასია. ვილიარეალი კი, 45 ქულით მეოთხე ადგილზეა, მაგრამ ატლეტიკოზე (45) მატჩით ნაკლები აქვს ნათამაშები. ვილიარეალი მომდევნო ტურში ხეტაფეს ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები