გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხარებაშვილი სექტემბრიდან ბაშაქშეჰირში ითამაშებს

გააზიარეთ

ქართველი მცველი საბა ხარებაშვილი კარიერას ბაშაკშეჰირში გააგრძელებს. ინფორმაციას თურქული კლუბიც ადასტურებს და თბილისის დინამოც. საბა ბაშაქშეჰირს სექტემბრიდან შეუერთდება, ხოლო კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

მართალია, კონტრაქტის პირობები არ ვრცელდება, მაგრამ კულუარული ინფორმაციით, დინამო ხარებაშვილის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას მიიღებს. საუბარია 3 მილიონ ევროზე და ბონუსებზე.

ხარებაშვილი დინამო თბილისის აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 58 მატჩში ითამაშა და ექვსი საგოლე პასით გამოირჩა. 2024 წლის 11 ივლისს კონფერენს ლიგაზე ითამაშა და UEFA-ს საკლუბო ტურნირების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (15 წლის, 10 თვის და 8 დღის) გახდა.

ხარებაშვილმა 2025 წლის ივნისში ფარერის კუნძულების წინააღმდეგ ეროვნულ გუნდში ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ყველაზე ახალგაზრდა (16 წლის, 9 თვის და 2 დღის) ფეხბურთელი გახდა, ვისაც „ჯვაროსნების“ შემადგენლობაში უთამაშია.

რაც შეეხება ბაშაკშეჰირს, თურქეთის სუპერლიგაში 21 ტურის შემდეგ 33 ქულით მეექვსე ადგილზეა.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები